როდის გამოიდარებს საქართველოში

ამინდი

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, - აცხადებს სინოპტიკოსი.

მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.

„12-13 მაისს მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის უამინდობაა. მაგალითად, გუშინდელ დღემდე, დასავლეთში ტემპერატურა +15-20 გრადუსის ფარგლებში იყო, ახლა, მოიმატებს +28-30-მდე, მაგალითად აჭარაში. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში +20-25-ის ფარგლებში დაფიქსირდება.

არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 15 მაისამდე“ - ამბობს სინოპტიკოსი.

15 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს.