რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 16 აგვისტოს 16:00 საათიდან გაიხსნება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამის მიზეზია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები.

"რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები“, – ნათქვამია თბილის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.