რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა - რას ამბობს ექიმი

ვაშლი

 გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ:

,,ვაშლი - ვაშლის კურკასთავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის შემდეგ ტოქსიკურ ეფექტს იძლევა და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ეს ვაშლის ჯიშზე არ არის დამოკიდებული და დიდი დოზით ციანიდი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოაგდენს. თუმცა, ვაშლის კურკა დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებას არ შეიცავს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ის საფრთხის შემცველი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა, ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორებიცაა:

გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი, შფოთვა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვაშლის კურკა გარედან მყარი გარსითაა დაფარული, რომელსაც კუჭის წვენი ვერ შლის. ამიტომ, მისი შემადგენელი სტრუქტურა, რომელშიც ციანიდი შედის, ორგანიზმში ვერ მოხვდება და ნაწლავები ვერ შეიწოვს. იგივე შეიძლება ვთქვათ ალუბლის კურკაზე, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ციანიდს",-ამბობს ლევან რატიანი.