დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
1754296105
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსლეში წერს, ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა.
სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043