პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა - რა ვითარებაა ამ წუთებში

აქცია

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვენ, რომელიც პარლამენტთან "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.

დაპირისპირებასა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.