„პაატას შემწვარ-მოხრაკულებს ვეღარ შევჭამ...“ - რა შეემთხვა სალომე უშხვანს (ფოტო)

სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუს ALL STAR-ის“ მონაწილე, სალომე უშხვანი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს.

„პაატას შემწვარ-მოხრაკულებს ვეღარ შევჭამ... პანკრეატიტიღა მაკლდა...“ - წერს რეალითი შოუს მონაწილე.

ცნობისთვის, პანკრეატიტი პანკრეასის ანთებაა. პანკრეასის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის კენჭები, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. პანკრეატიტი, ჩვეულებრივ, სწრფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა, შეიძლება, რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.