ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და პირველ მოადგილესთან ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას და დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
განიხილეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები აქტიურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე დროული რეაგირება მოხდეს და მათ შესაბამისი დახმარება გაეწიოთ.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ, მათ შორის, ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.