ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

აეროპორტი

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო, ამ დროისთვის, აეროპორტმა 6 რეისის მიღება ვერ შეძლო.

მათივე ცნობით, Air Dilijans – ერევანი-თბილისის რეისი უკან, ერევანში დაბრუნდა.

უკან დაბრუნდა AZAL – ბაქო-თბილისის თვითმფრინავი, ასევე Qeshm Air, რომელიც თეირანიდან თბილისში მოფრინავდა უკან დაბრუნდა.

Turkish Airlines – რომელიც სტამბოლიდან თბილისში მოფრინავდა, ტრაბზონში გაფრინდა და ამინდის გაუმჯობესებას იქ დაელოდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

დეკემბერში „კოვიდ-19“-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა - ჯანმო

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოში აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან ომანთან ახლოს მყოფ გემს მას შემდეგ, რაც ხომალდზე უცხო პირები გადავიდნენ

როგორ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა გაციებისა და გრიპის სეზონზე