ნგრევისას დაშავებული ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

gu

დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 49 წლის ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პაციენტს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ტრაგედია თევდორე მღვდლის ქუჩაზე 2 დღის წინ მოხდა. დაღუპულია ორი ადამიანი.