ნახეთ, მოსამართლის რეაქცია ბიშიმბაევის მობილურში ნანახ საშინელ კადრებზე

ბო

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

გუშინ, 22 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.

კერძოდ, ბიშიმბაევი, აქამდე თავის  ტელეფონის პაროლს სასამართლოს არ ანდობდა, დღეს მან სასამართლოს უთხრა ტელეფონის კოდი, სადაც გარდაცვლილი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას სიცოცხლისდროინდელი ბოლო კადრებია ასახული.

ვიდეოები ბიშიმბაევი მეუღლეს ვიდეოს უღებს და სასტიკად ექცევა.

სასამართლოზე, თავიდან, ბიშიმბაევმა განაცხადა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო, თუმცა, მოგვიანებით, აღიარა რომ ეს კადრები სწორედ მისი გადაღებული იყო.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, კადრებში კარგად ჩანს, რომ სალტანატს სახე იმდენად შეშუპებული აქვს, რომ თვალებს ვეღარ ახელს. ამასთან, 31 წლის ქალის მთელი სხეული სისხლით აქვს დასვრილი.

მოსამართლის რეაქცია ბიშიმბაევის მობილურში საშინელ კადრებზე: