მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

mtkvari

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გახსნეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, ხალხმა მათ პატივი სცა, მათთან ერთად გააპროტესტეს კანონპროექტი, შესაბამისად, ისინი იმსახურებდნენ სახლში გაშვებას.აქციის მონაწილეები, სანაპიროდან ისევ გმირთა მოედანზე დარჩენილებს მსვლელობით შეუერთდებიან.