მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ დათვის ბელი იპოვეს

ბელი

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მურა დათვის ბელი იპოვეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაბრუნება ბუნებრივ გარემოში ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია, მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, დათვის ბელი ბათუმის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.