1765569542
მოსალოდნელია ძლიერი თოვა - ამინდი უარესდება
13 დეკემბერი - შაბათი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -3, +2°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, დღისით მაღალმთაში ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -6,-1°, დღისით -1, +4°.
14 დეკემბერი - კვირა
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ღამით ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით-5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ნალექი, დღისით უმეტესად უნალექოდ, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით 30 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან -2°-მდე; დღისით +3, +8°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -6, -1°,ზოგან +2°-მდე.
15 დეკემბერი - ორშაბათი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით-5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ნალექი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -10,-5°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -12, -7°,ზოგან -16°-მდე; დღისით -6, -1°,ზოგან +2°-მდე.












