ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - ადგილზე სამართალდამცველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ავარიული კორპუსის ფასადის ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებში იპოვეს. კლინიკაში რჩება დაშავებული მოქალაქე. ნგრევა გუშინ მოხდა, სავარაუდოდ ჩამოიშალა სახურავის და ფასადის ნაწილი.
ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია, თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში შენობაში მუშაობენ ექსპერტები.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. სწორედ მისი ინფორმაციით, 84 ადამიანი გაყვანილია უკვე ამ შენობიდან. ისინი გადანაწილებული არიან 10 სხვადასხვა სასტუმროში. ახლა მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები და შედგება გრაფიკი. სწორედ ამ გრაფიკის მიხედვით, აქ მცხოვრები ადამიანები ეტაპობრივად შეძლებენ შენობაში შესვლას და საყოფაცხოვრებო ნივთების გატანას.
"94 ადამიანი არის ათ სასტუმროში გადანაწილებული, და აქტიურად კომუნიკაცია გვაქვს როგორც გამგეობის თანამშრომლებს, ისე მაჟორიტარის წარმომადგენლობით ორგანოს, მოქალაქეებთან საჭიროებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის დახმარება აღმოვუჩინოთ, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს პირველ ეტაპზე. მიმდინარეობს მუშაობა და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მომდევნო პერიოდში თუ როგორ უნდა დავიგეგმოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა, არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე. ამ კორპუსთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობას ჰქონდა არაერთხელ 5 წლის მანძილზე კომუნიკაცია, ლაბორატორიული დასკვნა არსებობს, სადაც არის მესამე კატეგორია. 2017 წელს ეს კორპუსი არის გამაგრებული და მოსახლეობას არაერთხელ შევთავაზეთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც 100%-იანი თანხმობა ვერ ხერხდებოდა.
მესამე ხარისხი იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ აიკრძალოს შენობაში ცხოვრება, ან რაიმე ისეთი უსაფრთხოების ნორმები იქნეს მიღებული, რომელიც ცხოვრებას აკრძალავს ან უსაფრთხოების ჯებირები იქნება განსათავსებელი“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.