მათე ედიბერიძეს, რომელსაც ტვინის ღეროს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

მათე

8 წლის მათე ედიბერიძეს, რომელსაც ტვინის ღეროს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მე როგორც დედას, რა ძალა მაწერინებს ჩემი ხელით, ჩემი შვილის დიაგნოზს, არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ისევ და ისევ დედის ინსტინქტი, რომ ეს პოსტი ბევრი კარგი ადამიანის გვერდს მოიცავს და ღმერთი ყველანაირ საშუალებას გამოგვიძებნის, რომ ჩემი თვალებციმციმა, ჩემი სიყვარულითა და სითბოთი სავსე მათე გადამირჩინოს ..

მეგობრებო, მათეს დაუდგინდა ტვინის ღეროს ავთვისებიანი სიმსივნე.

ისეთ უბანზეა, ოპერაციას და ბიოფსიას არ ექვემდებარება. საქართველოში ვერ მოხერხდება. გვჭირდება დასხივებები, თუ ორგანიზმმა მიიღო, შევძლებთ, შევაჩეროთ მეტად განვითარება...

უმორჩილესად გთხოვთ, თუ ვინმეს ვინმესთან მიგიწვდებათ ხელი.. კლინიკებთან უშუალოდ ნეიროქირურგებთან.. ვისაც რა გამოცდილება გაქვთ, ვისაც რით შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ ... ყველანაირ რჩევას და ინფორმაციას მივიღებ... გთხოვთ. რომ გადააზიაროთ, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს და კარგ ხელში მოვხვდეთ დროულად,“ - წერს მოზარდის დედა.

დახმარების მსურველებმა თანხა შემდეგ ანგარიშებზე ჩარიცხეთ:

თბს:  GE80TB7087645061100107

საქართველო: GE97BG0000000538022077

მიმღები: ნინო სუხიშვილი