მანუალთერაპევტი განმარტავს, რომ სავსე კუჭით დაძინება კიბოს განვითარებას ხელს უწყობს

kibo

მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სავსე კუჭით დაძინება კიბოს განვითარებას  ხელს უწყობს.

„დაიძინე ცარიელი კუჭით - ან გამოკვებე კიბო. ნუ კვებავ დაავადებას - კვებე სიცოცხლე. დაიძინე მსუბუქად და გაიღვიძე ჯანმრთელად - ეს არის კრონობიოლოგიური მედიცინის არსი — ვინც მას არ იცნობს, არ იცნობს თავად მედიცინის საფუძველს.

გესმის, რომ ღამით კიბოს უჯრედები „იღვიძებენ“? ისინი იყენებენ ზედმეტ გლუკოზას, როგორც საწვავს და სწორედ ამიტომ, გვიან მირთმეული საკვები მათთვის ენერგიის წყაროდ იქცევა.

21:00 საათის შემდეგ სხეული ითხოვს სიმშვიდეს, სიბნელეს და დასვენებას. მაგრამ თუ ამ დროს მას აძლევ საკვებს — ის აღარ მიდის კუნთებსა და ქსოვილებში, არამედ ცვლის მიმართულებას — ტუმორებისკენ.

ვინც ჭამს გვიან, მათ აქვთ 2-3-ჯერ უფრო მაღალი რისკი ზედმეტი წონის, დიაბეტის და კიბოს განვითარების. ჩვენი უჯრედები არასდროს „იძინებენ“ სრულად — ისინი უბრალოდ იცვლიან აქტივობას ბიოლოგიური საათის მიხედვით.

ღამით:

ანელებენ გაყოფას

ფოკუსირდებიან აღდგენაზე, დეტოქსზე და თვითგანახლებაზე

მთელი ორგანიზმი მუშაობს სინქრონულად:

მძინარე მდგომარეობაში აქტიურდება ღვიძლი, ტვინი, ნაწლავები და იმუნური სისტემა.

ამ პროცესს ხელმძღვანელობენ ჰორმონები — მელატონინი და ზრდის ჰორმონი.

ეს ყველაფერი ჰგავს ღამის სისუფთავეს ქალაქში – მოძრაობა ჩერდება, მაგრამ დასუფთავების ჯგუფი იწყებს მუშაობას.

რა ხდება, როცა ვჭამთ გვიან ღამით?  იზრდება ინსულინი → ენერგია მიეწოდება კიბოს უჯრედებს

ჩერდება სხეულის ბუნებრივი „წმენდა“

მელატონინი აღარ გამომუშავდება საკმარისად

ორგანიზმი ფოკუსირდება არა აღდგენაზე, არამედ მონელებაზე

ჩნდება ქრონიკული ანთება

კიბოს უჯრედები:

არასდროს ისვენებენ

არ ემორჩილებიან ბიოლოგიურ რიტმს

ღამით 2–3-ჯერ უფრო ინტენსიურად იყენებენ საკვებსა და სინათლეს გასაზრდელად

გადაწყვეტა მარტივია:

შეინარჩუნე 10–12-საათიანი ღამის შუალედი საკვების გარეშე (ინტერმიტენტული შიმშილი)

არ ჭამო 21:00 საათის შემდეგ

იძინე სრულ სიბნელეში

მიეცი სხეულს საშუალება აღდგეს, არ მოდუნდეს.

ნაკლები ვახშამი = მეტი სიცოცხლე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.