ლიზა გეგეჭკორი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იმავე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე. ძალიან „სამართლიანია“ ევრობიუროკრატია

ლიზა გეგეჭკორი

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დასახელების ფაქტს ეხმიანება.

გეგეჭკორის განცხადებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საფრანგეთია, სადაც ადამიანს განურჩევლად სქესისა, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და შემდეგ, შესაბამის სასჯელსაც მიუსჯიდნენ.

„მზია ამაღლობელს პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იგივე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე. ძალიან სამართლიანია ევრობიუროკრატია, ძალიან“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.