კვლევებით ყველაზე სუსტი ჯანმრთელობის თაობა გამოავლინეს - რომელ წლებში დაბადებულებზეა საუბარი

ახალგაზრდები

Z თაობა, ასევე ცნობილი როგორც „ზუმერები“ (დაბადებულები დაახლოებით 1997–2012 წლებში),  შესაძლოა თანამედროვე ისტორიაში საერთო ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაზე „არაჯანმრთელ თაობად“ იქცეს. ამის შესახებ კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით Independent-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ზუმერები ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და მოწევის მიმართ ნაკლებ ინტერესს ავლენენ, ვიდრე წინა თაობები, მათთვის დამახასიათებელია სხვა სერიოზული პრობლემები. პირველ რიგში, საუბარია ჭარბი წონისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების უფრო მაღალ მაჩვენებლებზე.

ბრიტანული ორგანიზაცია The King’s Fund-ის მონაცემებით, შესამჩნევია ახალგაზრდებში (16–24 წლის ასაკში) სიმსუქნის „სტაბილური ზრდა“: თუ 2002 წელს ეს მაჩვენებელი 31% იყო, 2022 წლისთვის ის უკვე 37%-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, გაიზარდა ფსიქიკური აშლილობების მქონე 17–19 წლის ახალგაზრდების წილი: 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10% იყო, ხოლო 2023 წლისთვის 23%-მდე გაიზარდა. ასევე, 2011–2021 წლებში დაფიქსირდა 15–24 წლის ასაკის შშმ პირების რაოდენობაც.

სპეციალისტების თქმით, ახალგაზრდა თაობა ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ღარიბიც აღმოჩნდა. 16–24 წლის ასაკის ახალგაზრდების მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს, რაც ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზემოქმედების დამატებით ფაქტორს წარმოადგენს.