ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
1752525856
თბილისის მერი, კახა კალაძე „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ნგრევა მოხდა. მან დაადასტურა, რომ გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
„სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში...
იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში და ჩვენ უზრუნველვყოფდით დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-ის თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით“, - თქვა კახა კალაძემ.