ხაჭაპურითა და საჩუქრებით სავსე „მერსედესი“ კოლონიასთან, შაქრო მალადოის დაბადების დღეზე - კალაშოვმა რამდენიმე დღის წინ ფარულად დატოვა ციხე

შაქრო

„კანონიერი ქურდი N-1“ - შაქრო მოლოდოიმ ფარულად დატოვა ციხე, დაბურული მანქანის ესკორტით.
კრიმინალური ავტორიტეტი ზახარ კალაშოვი, ცნობილი როგორც შაქრო მოლოდოი, რომელიც გაათავისუფლეს პირობით ვადაზე ადრე, ამოიყვანეს IK-2-დან სატვირთო გაზელის უკანა ნაწილში მჯდარი.  ამის შესახებ SHOT წერს.

ფურგონი ყუბანის კოლონიის ბალანსზეა, სადაც შაქრო იხდიდა სასჯელს. გაზელის გასვლისთანავე,  ავტოსადგომიდან შავი შეფერილობის ჰავალი გაჰყვა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში „მორიგეობდა“ IK-ში. ამ დროის განმავლობაში ამ მანქანის ნომრები რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ მანქანა იგივე იყო. ჰავალში შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, კუნთმაგარი მგზავრები ისხდნენ. გაზელი და მანქანა კრასნოდარის მიმართულებით დაიძრა.
შეგახსენებთ, რომ შაქრო მოლოდოი (ზახარი კალაშოვი) 90-იანი წლების დასაწყისიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია რუსეთში. 2018 წლის მარტში მას მიესაჯა ცხრა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში, მოსკოვში.

გამოძიება ასევე თვლის, რომ კანონიერი ქურდი 2013 წელს დედ ჰასანის გარდაცვალების შემდეგ გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი. 2024 წლის ადრეულ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ კრიმინალი კრასნოდარის ციხიდან გაათავისუფლეს, მას ჯანმრთელობის მიზეზების გამო პირობითი გათავისუფლება მისცეს. 29 მარტს დადასტურდა ინფორმაცია: შაქრომ დატოვა კოლონია 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ.

კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო მოლოდოის (ზახარი კალაშოვი) დაბადების დღეს ყუბანის კოლონიასთან ქართული კერძებითა და სასაჩუქრე ყუთებით სავსე მერსედესი დააფიქსირეს. ხაჭაპური, კერძები, ლიმონათები და საჩუქრები მანქანიდან სწრაფად გადაათრიეს პატარა სატვირთო მანქანაში, რომელიც მალევე შევიდა კოლონიის ტერიტორიაზე, იუწყება SHOT.მთელ პროცესს თეთრ, საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ქალი ხელმძღვანელობდა. ის პრემიუმ კლასის მანქანით,  პერსონალურ მძღოლთან ერთად გამოჩნდა. ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და აძლევდა ინსტრუქციებს გარშემომყოფებს, "მეთაურივით".იმ დღეს - 20 მარტს - კალაშოვი 71 წლის გახდა. რამდენიმე დღით ადრე კი გაჩნდა ინფორმაცია  პირობით გათავისუფლების შესახებ.