„კაშნეს, შარვლის და კაბის გაჩუქება არ შეიძლება“ - მარიამ ციმინტიას რჩევები

მარიამ ციმინტია

ეზოთერიკოს მარიამ ციმინტიას თქმით, 2024 წელი კარმული წელია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამის შესახებ ციმინტიამ „პრაიმ ტაიმს“ უამბო და მკითხველს საინტერესო რჩევებიც მისცა.

- 2024 ძალიან რთული, ნაკიანი, კარმული წელია, იქნება კლიმატური და ასევე ფინანსური პრობლემები. კარმული წელი მხოლოდ ცუდს არ ნიშნავს. ბევრი კარგიც მოხდება და ცუდიც. მე აპრილს ველოდებოდი, რადგან ყველაზე დიდი აგრესია სწორედ აპრილშია, რაც უკვე დაიწყო. ასეთი აგრესიული ქმედებები ქვეყნებს შორის დაახლოებით ნოემბრამდე გაგრძელდება. ამაში ჩართული იქნება ბევრი ქვეყანა. ისრაელი-ირანის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ ატომური იარაღის გამოყენებას. პაკისტანი და ინდოეთიც შესაძლოა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ეს ყველაფერი ემსახურება ჩინეთის ეკონომიკის ჩაძირვას. იქნება ამინდის არეულობა. პოლუსები იცვლება, დედამიწა ცოცხალია, შესაბამისად ამაზე ექნება რეაგირება, ცუნამი, მიწისძვრა და ა.შ. თუმცა საქართველოს მნიშვნელოვნად არ შეეხება ეს ცვლილებები.

ყველას ვეუბნები ძალიან კარგია თუ გაქვთ აგარაკები და დროებით იქ გადახვალთ. რადგან მთელ მსოფლიოში ახლა არეულობაა.

ყველაფერი სცენარის მიხედვით ვითარდება, თუნდაც ჩვენი ცხოვრება. ვინ წერს ამ სცენარებს მე არ ვიცი, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანებს დაცვის უნარი აქვთ. ვინც წლების მანძილზე ბევრი იწვალა ამ წელს სასიამოვნო სიახლეები ექნებათ. წელს ბევრი ბავშვი გაჩნდება, ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ ადამიანები, ასევე ვისაც მეორე ნახევარი არ ჰყავს აუცილებლად იპოვის. შემოდგომაზე შესაძლებელია ბიზნესის დაწყებაც.

- რა რჩევებს მისცემთ ადამიანებს ამ წელს წარმატებებისთვის?

- ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, ახლა სხვა სამყაროში თეთრი და ცუდი ენერგიები ებრძვიან ერთმანეთს. ცდილობენ ნეგატივი გაავრცელონ ადამიანებში. რასაც ყოველდღე ვხედავთ. ხალხს ვურჩევ გაავრცელეთ სიყვარული. პატარა სიკეთეები გააკეთეთ, შეიყვარეთ თქვენი თავი და დაინახავთ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება. წელს ბევრ ადამიანს ექნება თავბრუხვევები, გულისრევის შეგრძნებები. კოორდინაციის დარღვევა, ეს ჩივილები 2025 წლისთვის დაბალანსდება. ვეგეტატიურ სისტემაზე მოქმედი ტალღებია გავრცელებული და ვისაც შფოთვებისკენ აქვს მიდრეკილება შესაძლოა შეგვაწუხოს ასევე კიდურების პრობლემებმა.

- მარიამ, შენს სფეროში საუკეთესო ხარ და თქვენთვის არ გაუკეთებიათ ჯადო?

- ყველა ადამიანს უნდა მისცე შანსი. ერთ-ერთი კარგი ვარ ჩემს სფეროში, ასევე ბევრს ვიცნობ ვინც არ ჩანს. ასევე არიან ფსევდო-მაგები. შავ მაგიაში გადასული ხალხი ჩემთვის ფსევდო-მაგიაა. მე ყველა მაგია ვიცი, მაგრამ ადამიანების საწინააღმდეგოდ ამას არ ვიყენებ. ამ სფეროში აუცილებელია განათლება, ინტელექტი და ყველაფერი. როცა ვუყურებ რასაც ატრანსლირებენ ინტერნეტიდან აღებული ინფორმაციით, თუნდაც წესების დარღვევით აზიანებენ საკუთარ თავს და სხვასაც. ვინც ამას ხედავს, არასწორ სარიტუალო პრაქტიკას თვითონ აკეთებს სახლში, რასაც ცუდი შედეგები მოაქვს. ჩემზეც ყოფილა ჯადოს გაკეთების მცდელობა, მაგრამ მე ისეთ ძალას ვეკუთვნი, რომ შანსი არაა რამე მოხდეს.

- როგორ ხვდები, რომ ჯადოს გიკეთებენ?

- ღამღამობით ვხვდები, ჯანმრთელობაზე, მაგრამ იმდენ ეგრეგორს ვეკუთვნი, ვერ მომძებნიან. ყველაზე დიდ ზიანს ვიღებ როცა ადამიანის გასუფთავებას ვაკეთებ და სხეულს ვეხები.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ჯადო?

- პირველ რიგში ნუ ძაბავთ თქვენს თავს, იმით რომ ვიღაცას აქვს იმის ძალა თითქოს შეუძლია რაღაც დაგიზიანოს. ძალიან კარგია მარხვა და ლოცვა. თუ ეს არ გამოგდით, მარილში აურიეთ ცოტა ნაკურთხი წყალი და როგორც სკრაბი ისე გამოიყენეთ და დაიბანეთ. ეს ნეგატივს ხსნის ერთჯერადად. ამის შემდეგ გირჩევთ ვერცხლის სამაჯურს, ვერცხლი არის საუკეთესო საშუალება ნეგატივის თავიდან ასარიდებლად. ვერცხლის სამაჯური, რომელსაც შესაკრავი აქვს ღამე უნდა ჩადოთ საყინულეში და მარჯვენა ხელზე ან ფეხზე ატარეთ.

- ამბობენ, რომ ტანსაცმლითაც შესაძლოა ჯადოს გაკეთება...

- ტანსაცმლის გაჩუქება ან ჩუქება საფრთხილოა. მეც ვიმოსები მეორადებში, მაგრამ როდესაც იყიდით მეორადში სამოსს, აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ ნაკურთხ წყალში და მარილში. მით უფრო თუ ნატურალური ბეწვია. სხვისი სამოსი იმ ადამიანის ისტორიას და ენერგეტიკას ატარებს, ამიტომ უნდა გაასუფთავოთ ის. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ ადამიანში, მისი ნაჩუქარი ნივთი აუცილებლად გაასუფთავეთ. განსაკუთრებით საფრთხილოა, კაშნეს გაჩუქება, რადგან ის ყელის ჩაკრაზეა მიმაგრებული და შესაძლოა ადამიანს ენერგია წაართვას, ასევე შარვლებს და ქვედაბოლოებსაც ნუ გააჩუქებთ, რადგან შესაძლოა ამით ადამიანის ენერგეტიკა დაამიწონ.