პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ხერსონის (უკრაინა) სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრ სპივაკოვსკისთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიურ თანამშრომლობას, გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას, სასწავლო და კვლევითი გამოცდილების გაზიარებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის ხელი შეუწყობს უკრაინელი სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას თსუ-ში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების ურთიერთგაზიარება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
„ეს თანამშრომლობა უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის არის დასტური, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის არის ჩვენს გვერდში,“ - აღნიშნა ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრ სპივაკოვსკიმ.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის, სტუდენტების მობილობას, ერთობლივი კონფერენციების დაგეგმვას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას.
ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142
17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752693859