იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი სიონის ტაძარში მიიტანეს

წმინდა ცეცხლი

იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი სიონის ტაძარში მიიტანეს, სადაც სააღდგომო წირვა - ლოცვა მიმდინარეობს. ცეცხლი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქმედ ეკლესიაში გადანაწილდება.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამის თევის მსახურება სრულდება.