იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 595.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 14.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 195.6 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 600.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.