გერმანიის საელჩო: ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება გერმანიაში, 2024 წელს გერმანიაში 1,28 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მივესალმებით ამ არაჩვეულებრივ პროგრესს

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება

2024 წელს საქართველოდან გერმანიაში 1,28 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ამით ბოლო ათი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდა, მივესალმებით ამ არაჩვეულებრივ პროგრესს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოში აცხადებენ, რომ ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება გერმანიაში.

„გერმანელ და ქართველ ხალხს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ შორისაა ღვინისადმი სიყვარული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება გერმანიაში. 2024 წელს საქართველოდან გერმანიაში 1,28 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს დაახლოებით 6 მილონი ჭიქა ღვინოა. ამით ბოლო ათი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდა. მივესალმებით ამ არაჩვეულებრივ პროგრესს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.