გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ასახულია, რომ კაცი ატმებს ქიმიური საშუალებით ღებავს. ონკოლოგის განმარტებით, ეს და მსგავსი ფაქტები მძიმე სენის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს.
„გასულ წელს, საქართველოში კიბოთი 5716 ადამიანი გარდაიცვალა. თუ რის გამო არის ასეთი მაღალი სიხშირე სიმსივნეებისა, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყოს. იმის გამო, რომ ხილი გაიყიდოს უფრო ადვილად, სწორედ ამიტომ ამატებენ ხოლმე ზედ ამ ორგანულ ნივთიერებებს, რომელიც ჩვენი სხეულისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. არ იფიქროთ, რომ ამას გარეცხავთ და მარტივად მოშორდება. ეს ნივთიერებები წყალში არ იხსნება და როცა თქვენ მიირთმევთ, ისინი თქვენს სხეულში თვეობით, ზოგჯერ, წლების განმავლობაშიც დარჩება. მთელი ამ დროის განმავლობაში, მკვეთრად გაზრდიან სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, სიმსივნეების რისკსაც. ასე რომ, ფრთხილად იყავი და მსგავსს პროდუქტებს მოერიდე,“ - თქვა გიორგი ღოღობერიძემ.
ნახეთ კადრები ↓
@giorgighoghoberid7 ფრთხილად იყავით
♬ original sound - ექიმი გიორგი ღოღობერიძე