გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. 

„ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.