ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გლოვა

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ესპანეთის ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.

„ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გაგიზიაროთ, ბარსელონაში ყველასთვის საყვარელი ემიგრანტი, ბევრისთვის ნაცნობი როლანდ ტაბატაძე გარდაიცვალა. ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, სიკეთით და დიდი გულით... ძალიან მიყვარდა და მასთან ერთად ბევრი კარგი მოგონება მაქვს...

ვისაც გაქვთ თავისუფალი დრო და გსურთ, მობრძანდით, გავაცილოთ სიყვარულით და დაფასებით ბოლო გზაზე ჩვენი სიკეთით სავსე ადამიანი...“ - წერს ჯგუფის ადმინისტრატორი.