„ეს ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მისი დასრულებისთვის“ – თიკო ჩხეიძე

თიკო ჩხეიძე

მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის გარდაცვლილი ქალიშვილის – ტატას სახელზე ტაძარი ააშენეს.

თიკო ჩხეიძე აშენებული ეკლესიის ფოტოებს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

„ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მისი დასრულებისთვის. მადლობა თქვენ ყველას. კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში, გეწეოდეთ და გფარავდეთ მისი მადლი“.

შეგახსენებთ, თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ოჯახში ტრაგედია 2018 წლის 15 აგვისტოს დატრიალდა – მათი 9 წლის ქალიშვილი ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tiko chkheidze 🐅 (@tiko__chkheidze)