,,ერთ-ერთი მავნე ინგრედიენტია” - როდის და როგორ უნდა გავრეცხოთ კვერცხი - სურსათის უვნებლობის ექსპერტი განმარტავს

მკ

სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული საზოგადოებას მიმართავს და დეტალურად უხსნის, თუ როდის არის უმჯობესი კვერცხის გარეცხვა.

,,კვერცხის გარეცხვა აუცილებელი პროცესია, კვერცხი ერთ-ერთი საშიში ინგრედიენტია, მის ზედაპირზე არსებობს სალმონელას ბაქტერიის არსებობის რისკი, ამიტომ, მისი გარეცხვა აუცილებელია.

საქართველოს კანონმდებლობით, კვერცხის შენახვა ოთახის ტემპერატურით, შესაძლებელია 20 დღე, მაცივარში 30, ამიტომ კვერცხი უნდა გავრეცხოთ, უშუალოდ მის გამოყენებამდე, რამდენიმე წუთით ადრე. თუ კვერცხს ვრეცხავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა შევინახოთ, რადგან, გარდა ცუდი ბაქტერიებისა, ასევე სცილდება ის  დამცავი ფენა, რაც იცავს კვერცხს მის შიგნით მავნე ბაქტერიების მოხვედრისგან. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ კვერცხი გავრეცხოთ, რამდენიმე წუთით ადრე გამოყენებამდე",-ამბობს ირაკლი არაბული.