ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვალში ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებს
1769025196
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 იანვარს, 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი. 13:00-დან 13:15 საათამდე - სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, მჭადიჯვარი.
11:30-დან 14:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ხადოელები, საყდრიონი, ბოჭორმა.
13:00-დან 13:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება ახალგორის რაიონის სოფლებში: ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.