„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 დეკემბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტუშურები, ზარიძეები, ალაჭანი, ხოფცა, წიკვლიაანთკარი, კახოიანები და მიმდებარე სოფლებში;

10:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორანა, ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანა, ძალისი, ქსოვრისი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.