ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სნო, კარკუჩა, ჯუთა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხინვალა, მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი და მიმდებარე სოფლებში; 17:55-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, მუგუდა, დგნალი, ზანდუკი, მაქართა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.