ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს მწვრთნელის, ავთანდილ ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მის მოსწავლეებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.