ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ.
„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, იქ მეც ვიქნები და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა, არა“,- განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დამყარებისთვის, თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.
„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაზე რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ადონალდ ტრამპმა აღნიშნა, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ის უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა, პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა”,- განაცხადა ტრამპმა.