„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
მსოფლიო პოპვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.
"კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს, მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ," - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "სთარინგ ჯორჯიას" მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.