კანადაში მედდამ ავარიის მსხვერპლის გადარჩენა სცადა, რომელიც მისი შვილი აღმოჩნდა
1753381002
მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ყველა ის ოჯახი, ვისთანაც გამოსახლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ქირით ან კომპენსაციით უზრუნველყოფილია. თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია.
ტერიტორიას და შენობებს კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელმაც სასამართლო დავა მოიგო, თუმცა აქამდე გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო. ამას გარდა, გუშინ აღსრულების ბიურომ თქვა, რომ გამოსახლების საფუძველი არის სამხარაულის ბიუროს დასკვნაც, რომლის მიხედვით, ადგილზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია და შენობას დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით, მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული.
კორპუსებში მცხოვრებლების ნაწილმა გამოსახლების პროცესს არაერთხელ გაუწია წინააღმდეგობა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 17 პირი.
"ჩვენი კომპანია 2 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და კონტრაქტი არსებობს ხელმოწერილი", - აცხადებს კომპანია "ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენელი გიორგი ჩაფიძე.