დასეტყვილია მანავი, კაკაბეთი, პატარძეული, დიდი ჩაილური - სტიქია კახეთში

setyva

ძლიერი სეტყვა იყო ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დასეტყვილია სოფლები-მანავი, კაკაბეთი, დიდი ჩაილური და პატარძეული.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ძლიერი სეტყვა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა რა ზიანი მიიღეს, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია , ხვალ გახდება ცნობილი.

„სეტყვა ძლიერი იყო მაგრამ რა ზიანი მიადგა სოფლებს, ამ წუთისთვის ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, ყველაფერი ხვალ გვეცოდინება“, - განაცხადეს მერიაში.

ამ წუთისათვის, კახეთის რეგიონში, წვიმიანი ამინდი ნარჩუნდება.