დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს

გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:

ერთი, 9 წლის ბავშვი, ახალ წლამდე დაზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეორე, 6 წლის ბიჭი, შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ, იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, - ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ“, - ამბობს ექიმი.