„დაკავების დროს გამოყენებული იყო გარკვეული ძალა, თუმცა არ არის მძიმე დაზიანება“ - ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

აქცია

აქციაზე დაკავებულები ზაჰესის და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. მათ ნაწილთან ადვოკატები უკვე იმყოფებოდნენ.

მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, დღეს და ხვალ გაიმართება.

"მოცემულ შემთხვევაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედავება. მის მიმართ, დაკავების დროს გამოყენებული იყო გარკვეული ძალა, თუმცა არ არის მძიმე დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში, ველოდები საქმის მასალების გადმოცემას, რომ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მას არ ჩაუდენია არანაირი ტიპის სამართალდარღვევა და აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სამართალდარღვევა სასამართლო წესით არ დაუფიქსირდეს", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა მარიკა არევაძემ.