ბოდბის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბოდბის დედათა მონასტერი

ბოდბის დედათა მონასტერი მწუხარებას გამოხატავს მონასტრის დიდი მოამაგის, ქველმოქმედ ტალი ტალიაშვილის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბატონი ტალი ტალიაშვილის გარდაცვალების გამო. თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი ბატონი ტალი ასევე დიდი ქველმოქმედიც იყო.

ბოდბის მონასტერს ბატონმა ტალმა სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ამ საუკუნის დასაწყისში ის კომპიუტერებსა და მონასტრისთვის სხვა საჭირო ნივთებს გვწირავდა, ხოლო როდესაც ბოდბის მონასტერში მეწყერი განვითარდა, მან მეუფე იაკობისა და რამაზ ნიკოლაიშვილის შუამდგომლობით, 25 ხიმინჯით სრულიად უსასყიდლოდ გაამაგრა მცოცავი რელიეფი. ასევე მან მონაწილეობა მიიღო ბოდბის ახალ პროექტში, რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტალის სული და მის მიერ გაკეთებული უამრავი სიკეთე წინ დაახვედროს! ვუსამძიმრებთ, ბატონი ტალის მეუღლეს და შვილს – დავითს, რომელიც მამის საქმეს ღირსეულად აგრძელებს“, – წერია სამძიმრის წერილში.