აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა შვიდი ადამიანი

kkk

 აშშ-ის ქალაქ ლუისვილში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, კომპანია UPS-ის კუთვნილი თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ის ჰონოლულუს მიმართულებით ასრულებდა რეისს. თვითმფრინავს ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც კენტუკის შტატის გუბერნატორმა ენდი ბიშერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი.

კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.