„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს.
„ძვირფასო მშობლებო, გრიპის შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ არაფერი საპანიკო არ გვაქვს!!! გრიპის ვირუსის კლინიკური სურათი ყველამ იცით უკვე!!! თუმცა ხშირად ვერ უმკლავდებით ძლიერ ხველას და გაუსაძლის ყელის ტკივილს(დღეს ცირკულირებადი გრიპის ძირითადი სიმპტომებია) რა შეიძლება გირჩიოთ მშობლებს ბავშვებისთვის ყელის ტკივილისა და შემაწუხებელი ხველის დროს – ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური!!!!
✅ 1. თბილი სითხეები
თბილი წყალი მცირე ყლუპებით
✅გვირილის ჩაი – ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი საშუალებაა
✅ცაცხვის ჩაი – ამშვიდებს ხველას და არეგულირებს ტემპერატურას ✅გვირილა + ცაცხვი ერთად
✅ჟოლოს ფოთლების ჩაი
✅თბილი რძე (თუ კარგად იტანს ბავშვი) შეიძლება თაფლის დამატებაც თუმცა გამოიყენება მხოლოდ 2 წლიდან!!!!
✅თბილი სითხეები
ამცირებს ლორწოვანის გაღიზიანებას, ათხელებს ნახველს, ამსუბუქებს მშრალ ხველას,
2. თაფლი – "აფთიაქარი ფუტკარისგან" საუკეთესო საშუალებაა,მაგრამ ვიყენებთ სიფრთხილით მისი ალერგიული ბუნების გამო
1 ჩაის კოვზი ძილის წინ
✅ამცირებს ღამის ხველას
✅იცავს და აწყნარებს ყელის ლორწოვანს
✅აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი
❌არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება!!!
✅ 3. მარილიანი წყლით ყელის გამოვლება
დასაშვებია 3 წლიდან, როცა ბავშვი უკვე კარგად აფურთხებს....✅
1 ჩ.კ. მარილი + 1 ჭიქა თბილი წყალი+ 1 წვეთი იოდი,ან შეგიძლიათ სოდიან წყალში ჩააწვეთოთ იოდი
დღეში 2–3-ჯერ გამოვავლებინოთ ყელში!!!
მკვეთრად ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს!!!
✅ 4. თბილი ორთქლი (ინჰალაცია)
თბილი წყლის ორთქლის შესუნთქვა, სიფრთხილით!!! ოთახის კარი გამოკეტეთ, აადუღეთ წყალი შეიძლება სოდაც ჩავყაროთ და ვასუნთქოთ ბავშვი!!! ✅შესაძლებელია გვირილა ან ფიზიოლოგიური ხსნარიც გამოვიყენოთ, ხელს უწყობს ნახველის გათხელებას.
‼️ორთქლში არ ამყოფოთ ბავშვი მაღალი ტემპერატურის დროს❌
✅ 5. ჰაერის დატენიანება
❌მშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას
✅გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან უბრალოდ წყლის ჭურჭელი გათბობის მახლობლად
✅ 6. თბილი კომპრესები
თბილი შარფი ყელზე
თბილი წინდები ფეხებზე
✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს დისკომფორტს,ოღონდ ნუ ჩაათბუნებთ ბავშვებს ტემპერატურის დროს!!!
✅ 7. ცხვირის გასუფთავება მარილიანი ხსნარით განსაკუთრებით მაშინ,როცა ხველა გამოწვეულია პოსტნაზალური ჩანადენით!!! ზღვის წყლის სპრეით ან ფიზიოლოგიური ხსნარით
✅ 8. ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება ბავშვთა კვებაში
✅თბილ წყალში ჩააწვეთეთ ცოტაოდენი ლიმონი
✅ნიორი საკვებში (თუ ბავშვი თანხმდება)
✅ქათმის ბულიონი, და მისი ორთქლის შესუნთქვა
✅ვაშლის პიურე თბილი ფორმით
❗ რას არ ვურჩევ მშობლებს:
❌ძმრით დაზელვა
❌სპირტით დაზელვა
❌ ძალიან ცხელი ორთქლი
❌ ეთერზეთების უკონტროლო გამოყენება
❌თაფლის მიცემა 2წლამდე ასაკში
‼️‼️როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?
თუ:
✅ტემპერატურა > 38.5 და 3 დღეზე მეტხანს გრძელდება
✅ხველა გამწვავებული და შეტევითია
✅ბავშვი არ ღებულობს სითხეს და უარს ამბობს საკვებზე
✅სუნთქვა გაძნელებული და გახშირებულია
✅ძილიანობს მეტად ვიდრე მანამდე
ჩემი რჩევა მშობლებს:
ხველა არ არის მტერი — ის არის დამცავი მექანიზმი. ჩვენი მიზანია ბავშვს გავუადვილოთ მდგომარეობა და არ ჩავახშოთ ხველა ძალით, მედიკამენტოზურად!!! ყველაფერი გაივლის, არ შეშინდეთ“, - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.