1692302192
„არ მაქვს არცერთი ზედა კიდური (ხელები) და გამოცდის დაწერა ფეხით მომიწია კომპიუტერზე. ნებისმიერი გარემოება გადალახვადია თუ ამის მზაობა გექნებათ შინაგანად - გიორგი ზარქუა აბიტურიენტებს მიმართავს

გიორგი ზარქუა წერს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და და აბიტურიენტებს მიმართავს.
„ზოგადად არ გამოვირჩევი დიდი პოსტებით, მაგრამ ვინმეს ჩემთვის მსგავსი რამ რომ დაეწერა, ალბათ უდიდეს მოტივაციას მივიღებდი.
ჰოდა, გამარჯობა! ერთი წლის წინ მეც თქვენსავით ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, ,,გამომივა? “ ,, აუ, ქართულის ესე, რომ გამინულდეს?! “ ,, წყარო, რომ ვერ დავწერო?!” და ასე შემდეგ.
დღეს ეს ყველაზე მარტივ რამედ მეჩვენება და საერთოდაც ნერვები მეშლება იმ სტრესზე, რასაც თავს ვაძლევდი.
ოდნავ ჩემზეც გეტყვით, რათა მიგახვედროთ ჩემი მდგომარეობა და აგიხსნათ, რომ მე ბევრად სტრესულ გარემოში მიწევდა გამოცდის დაწერა. ( თავიდან მართლა ასე მეგონა, მაგრამ ,,ნაეკის “ უკარგესი თანამშრომლების დახმარებით, ზუსტად ის მივიღე, რასაც ვეძებდი. ) ვარ შშმ-პირი ( არ მაქვს არცერთი ზედა კიდური ( ხელები ) და გამოცდის დაწერა ფეხით მომიწია კომპიუტერზე. ) მინდა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი გარემოება გადალახვადია, თუ თქვენ ამის მზაობა გექნებათ შინაგანად.
მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ არ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა. ყველა წუთი მეგონა, რომ რაღაც ისე არ წავიდოდა — აზრები ამერეოდა, ან უბრალოდ ვეღარ ვიფიქრებდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შიში სულაც არ ნიშნავს შეუძლებლობას. შიში ნიშნავს, რომ რაღაც მართლა მნიშვნელოვანია.
ხანდახან გვგონია, რომ სხვები რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი და ჩვენ ვერ გავწვდებით მათ დონეს, მაგრამ ეგ ყველაზე დიდი ტყუილია. ჩემს ადგილას შეიძლება ბევრი თქვენგანი დანებებულიყო, მაგრამ მე ვთქვი: „არა. მე აქამდე მოვედი, არ მივცემ თავს უფლებას, რომ უკან დავიხიო.“
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — მარტო არ ხართ. თქვენს გვერდით არიან ადამიანები, ვინც გგულშემატკივრობთ — იქნება ეს მასწავლებელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, ან უბრალოდ „ნაეკის“ გუნდი, რომელიც მართლა ზრუნავს თქვენს წარმატებაზე.
ასე რომ, მინდა გითხრათ — ჰო, ყველაფერი გამოგივათ. შეიძლება რთული იყოს, შეიძლება წამებში მოგინდეთ ყველაფრის მიტოვება, მაგრამ არ დანებდეთ. იმიტომ, რომ საბოლოოდ, ამ გზის ბოლოს, როცა გაიღიმებთ და იტყვით: „გამოვიდა!“ — ეს იქნება ყველაზე ძლიერი პასუხი ყველაფერზე.
წარმატებას გისურვებთ გულით!
თქვენზე უფრო ძლიერი ადამიანი ამ გამოცდაზე არ იქნება — იცოდეთ ეს.
ლოდინს, რაც შეეხება.
კი ტანჯვა გელით, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შეცვლით და რაც ვეღარ შეიცვლება, იმაზე დარდით თქვენს თავს დააზარალებთ.
თქვენი მჯერა და მეამაყებით!“.