აქციის დროს დაშავებულ 11 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათგან ნახევარზე მეტი სამართალდამცველია - ჯანდაცვის სამინისტრო

საავადმყოფო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

უწყების ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე - სამოქალაქო პირები.

უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი უკვე გაეწერა კლინიკებიდან.