1716310170
აქციაზე დაშავებული 11 მოქალაქე მოხვდა კლინიკაში, მათგან ექვსი პოლიციელი იყო - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 11 დაშავებული გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა ნაწილი გაეწერა და კლინიკა დატოვა.
„11 დაშავებულია რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.