„ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი“ – ბუკა თოლორდავა

ბუკა

კოტე თოლორდავას და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი, ბუკა თოლორდავა თავადაც მსახიობია. ბუკა პოპულარულ სერიალში „ცვალებადი ნიშნები“-ს მთავარ როლში თამაშობს. ამის შესახებ მან იმედის გადაცემაში ისაუბრა:

„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი, ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ, დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი.“

მან, ასევე დედისადმი ურთიერთობაზე ისაუბრა, როგორც თავად აღნიშნავს მისთვის პირველი ადამიანი დედაა:

„პირველი ადამიანი, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“

წყარო: Okmagazine