1751395338
ახალი რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.
„2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანისას, ყველა გადამზიდველმა სავალდებულოდ უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
ამასთან, მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში. დოკუმენტი უნდა შეივსოს ელექტრონულად, ლათინური ასოებით, მგზავრობის დაწყებამდე. ბეჭდური ვერსია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. სია უნდა ამოიბეჭდოს მხოლოდ A4 ფორმატზე,“ – განმარტავს სამინისტრო.