2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ახალი კვლევების მიხედვით, ქალებში სიბერის პროცესი 22 წლიდან იწყება, - ამის შესახებ კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა „დღის პოსტში“ საუბრობს.
მისი თქმით, ზღვარი შემცირდა და სიბერე გაახალგაზრდავდა.
„მეცნიერები და კოსმეტოლოგები ადრე თუ ამბობდნენ, რომ ადამიანის სიბერის პროცესი იწყება 25-26 წლიდან, ზაფხულში ამერიკული კვლევა გამოქვეყნდა, რომ თურმე, ქალებში ეს პროცესი 22 წლიდან, ხოლო კაცებში 24 წლიდან იწყება.
ეკოლოგია შეცვლილია, ეს არც ჩვენი ბრალია და არც მარკეტინგული მიდგომაა. ეს არის სამეცნიერო კვლევა, საიდანაც ვიგებთ, რომ ჩვენი ორგანიზმი უფრო სწრაფად იწყებს დაბერების პროცესს.
22 წლიდან სპეციალისტთან უნდა მიბრძანდეთ და მან შეაფასოს თქვენი მდგომარეობა. ეს დამოკიდებულია კანის და ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მინახავს პაციენტები 45 წლის ასაკში, მათი კანის კლასიფიკაციით 30-35 წლის მაჩვენებელს უტოლდებიან" - ამბობს დერმატოლოგი.