აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ეკონომისტის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რევაზ კაკულიას გარდაცვალების გამო.

რევაზ კაკულია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში, იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი საქმიანობა მოიცავდა როგორც თეორიულ ეკონომიკას, ისე პრაქტიკულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებს, განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის კონტექსტში.

პროფესორი რევაზ კაკულია 1995 წლიდან 2010 წლამდე იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების მიმართულების პროფესორი, ფინანსები და კრედიტის კათედრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ რევაზ კაკულიას ხელმძღვანელობით ფინანსების, აღრიცხვისა და ანალიზის მიმართულებით ბევრმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმერეთის რეგიონის სტუდენტთა კვალიფიცირებასა და კარიერულ განვითარებაში“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.